27 მაისს, 12:00 საათზე, „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის ნიადაგის მისიის (EU Soil Mission) განხორციელების პროცესში ეროვნული ჩართულობის გაზრდას.
შეხვედრაზე დაინტერესებულ მხარეებს მიიღებენ ინფორმაციას "ჰორიზონტი ევროპა"-ს პროგრამის ფარგლებში ევროკავშირის ნიადაგის მისიის მიზნებისა და 2024 წლის მიმდინარე კონკურსების შესახებ. შეხვედრისას ასევე განხილული იქნება მონაწილობის პრაქტიკული ასპექტები.
ღონისძიების ხანგრძლივობა: - 3 საათი. 
სამუშაო ენა:  - ქართული.  
მისამართი: ლადო გუდიაშვილის ქ., N2, 0105, თბილისი
ღონისძიებაზე დასასწრებად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე: https://www.nati00ns.eu/georgia-nee-2024
შეხვედრა ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. ონლაინ დასასწრებად ბმული გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის შემდგომ თქვენ მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე.


