იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
15 ოქტომბერს თესაუში სამეცნიერო ფესტივალი-2025 გაიმართება. დასაწყისი 13 საათზე.                         
HR-ის ონლაინ დასაქმების ფორუმი+ ღონისძიება-2018

 პირველად საქართველოში, დასაქმების პორტალი WWW.HR.ge ორგანიზებას უწევს ინოვაციურ პროექტს- ,,ონლაინ დასაქმების ფორუმი + ღონისძიება 2018“.

    HR-ის წარმომადგენლებმა, აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებისთვის შეხვედრა გამართეს.

    აღნიშნული პორტალის კორპორატიული ურთიერთობების კოორდინატორმა, ხათუნა ჭეიშვილმა, დაგეგმილი ღონისძიების შესახებ ისაუბრა, რომელიც კომპანიებს,  სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს დასაქმების ფორუმში, ონლაინ რეჟიმში, მონაწილეობის მიღების შესაძლებლობას აძლევს.

    HR-ის ონლაინ დასაქმების ფორუმი+ აღმოსავლეთ რეგიონისთვის, 8 ივნისს, 11:00 საათზე, თბილისში, ,,ქორთიარდ მერიოტში,“ გაიმართება.

    ფორუმზე ონლაინ რეგისტრაციისთვის გადადით  შემდეგ ბმულზე:

    www.hr.ge/jobfairTbilisi

 
მნახველთა რაოდენობა: 7522
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.