იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
15 ოქტომბერს თესაუში სამეცნიერო ფესტივალი-2025 გაიმართება. დასაწყისი 13 საათზე.                         
შეხვედრა სტუდენტთა დასაქმების და კარიერული ზრდის საკითხებზე

13 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  თესაუს სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრის თანამშრომლებსა და თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

     შეხვედრის  მიზანი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის   სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პრობლემის ანალიზი და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვა იყო. როგორც აღინიშნა,  თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი თესაუს  სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს უფასო ტრენინგებს, გადამზადების კურსებს და ვაკანსიებს სთავაზობს.

    თესაუს სტუდენტთა კარიერული ზრდის და განვითარების ცენტრი  სხვადასხვა ორგანიზაციებთან და კომპანიებთან პერიოდულად არაერთ  შეხვედრას მართავს, რომლის მიზანი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების  დასაქმება და მათი კარიერული წინსვლის ხელშეწყობაა.

 
მნახველთა რაოდენობა: 8684
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.