სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ,,განათლების მეცნიერებების’’ ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე ცხადდება სტუდენტთა მიღება 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში. ადგილების რაოდენობა 5 .
მიღება განხორციელდება შემდეგი ვადების დაცვით:
ა) საბუთების მიღება - 23 – 31 აგვისტო;
 ბ) გამოცდა უცხოენაში - 7 სექტემბერი;
 გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 9 სექტემბერი;
 დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება -10 სექტემბერი; 
 ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 13 სექტემბერი;
ვ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი, იმ საგანმანათლებლო პროგრამების კანდიდატებისათვის, რომლებსაც მოეთხოვებათ სპეციალობის გამოცდის ჩაბარება) – 13 სექტემბერი;
ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
 თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 სექტემბერი;
 ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 16 სექტემბერი;
 კ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრება - 16-20 სექტემბერი;
 ლ) დარგობრივ კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 21 სექტემბერი; 
 მ) ხელშეკრულების გაფორმება დოქტორანტობის კანდიდატებთან - 21 – 22 
 სექტემბერი;
 ნ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის
 დეპარტამენტისათვის დოქტორანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 23 სექტემბერი;
 ო) ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 24 სექტემბერი
                  მიმღებ კომისიაში წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:
ა) განცხადება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სახელზე;
ბ) განმცხადებლის  ავტობიოგრაფია (CV);
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს  კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2021 წლის მაგისტრატურის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ვ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა;
ზ) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა;
თ)უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის
 ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) ქართული  ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
კ)       უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ლ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
ნ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სადოქტორო პროგრამა;
ო) სხვა დამატებით დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობები.
საბუთები უნდა წარადგინოთ შემდეგ მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი #1, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 3 სასწავლო კორპუსი, პირველი სართული, ოთახი 110.
საკონთაქტო პირი თელავში:  დავით მახაშვილი, მობ: 599-108450
თბილისში: მარიამ მურჯიკნელი, მობ. 599899864


 
            
			
			