თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველკურსელთა  რეგისტრაციის ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 5-23 სექტემბერი. რეგისტრაცია იწარმოებს უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მე-2 სართულზე, 211-ე ოთახში. 
პირველკურსელთა რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია: 
1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობის/პასპორტის ასლი); 
2. სკოლის ატესტატი (დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული); 
3. ორი ფერადი ფოტოსურათი (3 x 4) ბეჭდური და ელექტრონული ვერსია;
4. მიწერის მოწმობა კომისარიატიდან, ასლთან ერთად (ვაჟებისთვის); 
5. naec-ის მიერ დადასტურებული შედეგების ასლი; 
6. პირი თუ არასრულწლოვანია, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაციისა - უნდა მობრძანდეს მშობელთან/მეურვესთან ერთად და თან იქონიოს დაბადების მოწმობა, მშობლის პირადობის მოწმობა/მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

