სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის საგამოცდო ცენტრი 2022 წლის 19 და 20 სექტემბერს ატარებს მისაღებ გამოცდებს   შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.      სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი - სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „გამოყენებითი  ეკონომიკა“, სპეციალობის  გამოცდა ჩატარდება 19 სექტემბერს, 12:00 საათზე, უნივერსიტეტის  I  კორპუსი, III  სართული  აუდიტორია # 317. გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.
 ამავე პროგრამაზე  უცხო ენის გამოცდა ჩატარდება 20 სექტემბერს,  12:00  საათზე,  უნივერსიტეტის  I  კორპუსი, III  სართული  აუდიტორია # 317. გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.
2.      აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი - სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „სასურსათო ტექნოლოგია“, გასაუბრება ჩატარდება 19 სექტემბერს, 10:00 საათზე, უნივერსიტეტის  I  კორპუსი, IV  სართული  აუდიტორია #419. 
ამავე პროგრამაზე  უცხო ენის გამოცდა ჩატარდება 20 სექტემბერს,  12:00 საათზე  უნივერსიტეტის  I  კორპუსი, III  სართული  აუდიტორია # 317. გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.

