იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
ცხადდება მიღება პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის () პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თელავში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

გადამზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაციის თარიღიებია: 2022 ლის 27, 28, 29 ოქტომბერი.

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გასაუბრება.

პროგრამის განხორციელების ვადები: 07.11.2022 – 04.12.2022

დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებ-გვერდზე:  www.vet.emis.ge.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აპლიკანტმა უნდა მონიშნოსმომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოსპროგრამებისფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს პროგრამის სახელწოდება -ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:  მსმენელი უნდა ფლობდეს:

ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს  საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი, გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით;

ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას შემდეგი მიმართულებით: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.  

ვებ-გვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.

რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 2022 წლის 30, 31 ოქტომბერს ელექტრონულ ფოსტაზე vocational@tesau.edu.ge  უნდა გადმოაგზავნონ:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე: vocational@tesau.edu.ge ან დაგვიკავშირდით

ტელეფონზე:  571 118 081.

იხილეთ ბრძანება. 

 
მნახველთა რაოდენობა: 5979