იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
გამოცხადდა მიღება პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თესაუ) პროფესიული განათლების ცენტრი ქალაქ თელავში აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

გადამზადების პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაციის თარიღიებია: 2022 ლის 16, 17, 18 დეკემბერი.

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გასაუბრება.

პროგრამის განხორციელების ვადები:  23.12.2022 – 22.01.2023

დაინტერესებულ აპლიკანტებს გადამზადების პროგრამაზე რეგისტრაცია შეუძლიათ ვებ-გვერდზე:  www.vet.emis.ge.

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის/ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აპლიკანტმა უნდა მონიშნოსმომზადებისა და გადამზადების პროფესიული პროგრამები“. შემდეგ აირჩიოსპროგრამებისფანჯარა და საძიებო სისტემაში მიუთითოს პროგრამის სახელწოდება -ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობები:  მსმენელი უნდა ფლობდეს:

ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს  საბუნებისმეტყველო, სიცოცხლის შემსწავლელი, გამოყენებითი ბიომეცნიერების, ბიოტექნოლოგიის, გარემოს დაცვის, აგრარული, სოფლის მეურნეობის, მედიცინის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ფარმაციის, ფარმაკოლოგიის მიმართულებებით;

ან/და ლაბორატორიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ პროფესიულ კვალიფიკაციას შემდეგი მიმართულებით: ნივთიერებებისა და მასალების ქიმიური ანალიზის ლაბორანტი; ქიმიური და სასურსათო პროდუქტების ექსპერტი; ქიმიური და კვების მრეწველობის უსაფრთხოების სპეციალისტი; ქიმიური წარმოების სპეციალისტი; ფარმაცევტული პრეპარატების წარმოების სპეციალისტი; სამედიცინო და ფარმაცევტულ მოწყობილობათა ოპერატორი; ფარმაცია და ფარმაციის თანაშემწე; ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი.  

ვებ-გვერდის საშუალებით აპლიკანტს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გადამზადების პროგრამის განხორციელების ვადების, მისაღწევი სწავლის შედეგებისა და მისაღები ადგილების რაოდენობის შესახებ.

რეგისტრირებულმა აპლიკანტებმა 2022 წლის 17 დეკემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ ფოსტაზე vocational@tesau.edu.ge  უნდა გადმოაგზავნონ:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ მეილზე: vocational@tesau.edu.ge ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე:  571 118 081.

 
მნახველთა რაოდენობა: 5684