სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 15 დეკემბრიდან  აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
1. სოციალურ  მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტზე: 
- აკადემიური წერა:
 
ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე, 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)
2. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
-    ინფორმატიკის მიმართულებით:
 
ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეულზე, 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული).
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
·      ავტობიოგრაფია (CV) 
·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 
·      2 (ორი) ფოტოსურათი 
·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
· ცნობა ნასამართლეობის შესახებ
. კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო
მოთხოვნები:
ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
· ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.
§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად
(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;        
§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
შენიშვნა:
 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსანტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი
ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით
(მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც
საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების
კონცეფციით;
·         კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.    
·         კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
·         კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2023 წლის  16 იანვარს 10:00 საათზე და დასრულდება 2023 წლის 26 იანვარს  17:00 სთ-ზე;
·         საბუთების მიღება იწარმოებს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრა 2023 წლის  1 თებერვალი.
ვებგვერდი  www.tesau.edu.ge
ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

