ხარკოვის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი გიწვევთ IV საერთაშორისო სამეცნიერო და მეთოდოლოგიურ
კონფერენციაზე  „აღმოსავლეთმცოდნეობა_აქტუალობა და პერსპექტივები”, რომელიც ჩატარდება 2023 წლის 24 მარტს.
კონფერენციის მიზანია: სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა და გამოცდილების გაცვლა აღმოსავლეთმცოდნეობის
მიმართულებით (ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი კვლევები, ლიტერატურული კრიტიკა, ისტორია, ეკონომიკა, პოლიტოლოგია, სოციოლოგია, აღმოსავლური ენების სწავლების ფილოსოფია, კულტურა და მეთოდები).
კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:
- განათლება და აღზრდა აღმოსავლეთის ქვეყნებში;
 - აღმოსავლური დისციპლინების სწავლების მეთოდები;
 -  ფილოლოგია და მთარგმნელობითი კვლევები;
 -  აღმოსავლეთის ისტორია: თეორიისა და პრაქტიკის პრობლემები;
 -  აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკა, პოლიტიკა, საზოგადოება;
 -  აღმოსავლეთის ქვეყნების კულტურა და ფილოსოფია.
 

