სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 ივლისიდან აცხადებს კონკურსს, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ მიმართულებებზე:
· განათლების მეცნიერებები - ბუნებისმეტყველება: ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
·         განათლების მეცნიერებები- განათლების კვლევები: ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
·      ავტობიოგრაფია (CV) 
·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 
·      2 (ორი) ფოტოსურათი 
·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
· ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო
მოთხოვნები:
ა)  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
·      ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.  
          
- ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად
 
(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1-ის სტრუქტურის შესაბამისად;        
- კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
 
შენიშვნა:
 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსანტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი
ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით
(მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც
საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების
კონცეფციით;
·         კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
·         კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
·         კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2023 წლის  18 აგვისტოს 10:00 საათზე და დასრულდება 2023 წლის 25 აგვისტოს  17:00 სთ-ზე;
·         საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, 
·         კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრა 2023 წლის  05 სექტემბერი.
ვებგვერდი www.tesau.edu.ge
ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

