სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2 აგვისტოდან, აცხადებს კონკურსს უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
Ø  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტი: 
·          ინგლისური ენის მიმართულებით --  ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
· ინგლისური ლიტერატურის მიმართულებით -- ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით.
Ø  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის  ფაკულტეტი: 
·         ინგლისური ენის მიმართულებით --  ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
Ø აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი:
· ინგლისური ენის მიმართულებით -- ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
·      ავტობიოგრაფია (CV) 
·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 
·      2 (ორი) ფოტოსურათი 
·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
· ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
      კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო მოთხოვნები:
ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
· ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.
§ ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;
§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
შენიშვნა:
·         კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
·       კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
·     კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2023 წლის  4 სექტემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 2023 წლის 15 სექტემბერს  17:00 სთ-ზე;
·       საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე; 
·         კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრა 2023 წლის  19 სექტემბერი.
ვებგვერდი  www.tesau.edu.ge
ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

