ქ. თელავი 08 დეკემბერი 2023 წელი
განცხადება
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 12 დეკემბრიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
       1.1 განათლების   მეცნიერებათა  ფაკულტეტი: 
პედაგოგიკის მიმართულებით
- 
პროფესორის 2 (ორი) საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
 - 
ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული) 6 წლით;
 
მეთოდიკის მიმართულებით
- 
პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
 
1.2. აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი:
აგრონომიის (ნიადაგმცოდნეობა) მიმართულება
- 
პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;
 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- 
ავტობიოგრაფია (CV)
 - 
პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
 - 
2 (ორი) ფოტოსურათი
 - 
სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
 - 
ცნობა ნასამართლეობის შესახებ
 
. კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო
მოთხოვნები:
ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- 
მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
 - 
უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;
 - 
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
 
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9 30.05.2018წ.)
- 
ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
 
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №2 22.01. 2018წ.)
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9 30.05.2018წ.)
- 
წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
 
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9 30.05.2018წ.)
- 
სადოქტორო / სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა / პუბლიკაცია იმპაქტ ფაქტორიან (Impact Factor) სამეცნიერო ჟურნალში / მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით / საგანმანათლებლო პროექტში.
 - 
დარგის განვითარების კონცეფცია.
 
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
- 
ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.
 
- 
ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად
 
(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;
- 
კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
 
შენიშვნა:
ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად
კონკურსანტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი
ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით
(მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც
საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების
კონცეფციით;
- 
კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:
 
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.
- 
კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
 
- 
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2024 წლის 17 იანვარს 10:00 საათზე და დასრულდეს 2024 წლის 26 იანვარს 17:00 სთ-ზე;
 - 
საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,
 - 
კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2024 წლის 31 იანვარი.
 
ვებგვერდი www.tesau.edu.ge
ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

