იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
სტუდენტების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორი საქართველოს ბანკი გთავაზობთ ამერიკის შეერთებული შტატების, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის რჩეულ უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით გამგზავრებასა და სწავლას.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკი გაძლევთ ახალგაზრდულ პროექტებში ჩართვის, საერთაშორისო სტიპენდიების მიღების, დასაქმების ხელშემწყობ პროექტებში მონაწილეობის, თავად " საქართველოს ბანკში" კარიერის აწყობის შესაძლებლობას.

თითოეული პროექტი საქართველოს ბანკის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში ხორციელდება, რაც თვითრეალიზაციისა და უფრო დიდი წარმატების საწინდარია.

მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია csr.bog.ge -ზე, სადაც ყველა ინტერესისა და მისწრაფების მქონე სტუდენტი, სხვადასხვა სახის პროექტების შესახებ ამომწურავად შეიტყობს.

https://bankofgeorgia.ge/ka/csr

 
მნახველთა რაოდენობა: 5019