იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსს აცხადებს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საგანმანათლებლო და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, საქართველოს ბანკი სასტიპენდიო პროგრამაზე კონკურსს ჩაატარებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეეძლებათ იმ სტუდენტებს, რომლებიც სარგებლობენ 100% -იანი დაფინანსებით.

საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA 3.0-4.0);

დაინტერესებულ პირებს აპლიკაციების გაგზავნა შეუძლიათ 2024 წლის 6 - დან 15 მარტის ჩათვლით, შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენით:

აკადემიური შეფასება; სამოტივაციო წერილი; ფინანსური საჭიროების შესახებ ინფორმაცია; რეკომენდაცია ფაკულტეტის დეკანისგან.

აპლიკაციის მიღების, პირველი ეტაპის და გასაუბრების თარიღებია:

აპლიკაციის მიღება--2024 წლის 6 - 15 მარტი;

პირველი ეტაპი-- 2024 წლის 18 - 29 მარტი;

გასაუბრება - 2024 წლის 1- 10 აპრილი.

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის განხორციელების შესახებ #268897 - 05/03/2024

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSduPY1E0xtu3Gp6K7QGbcel_k1MEAnjmbfX128FTLk4ZH9-vw/formrestricted

 
მნახველთა რაოდენობა: 4549