განცხადება
Ø  სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 15 მარტიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე:
      1.2.  
Ø  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი:
   ეკონომიკის  მიმართულება
·        პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული, (აფილირებული)  6   წლით  
·        ასოცირებული პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული, (აფილირებული)  6   წლით  
 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს: 
·     ავტობიოგრაფია (CV) 
·     პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 
·     2 (ორი) ფოტოსურათი 
·     სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
·  ცნობა,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
        კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო
მოთხოვნები:
ა) პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
·     მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება; 
·     უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;
·     ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად); 
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9  30.05.2018წ.)
·     ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
·     წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
·     სადოქტორო / სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა / პუბლიკაცია იმპაქტ ფაქტორიან (Impact Factor) სამეცნიერო ჟურნალში / მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით / საგანმანათლებლო პროექტში. 
·     დარგის განვითარების კონცეფცია.
 
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
·     ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.  
§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად
(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;        
§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
·        კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.    
·        კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
·       კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2024 წლის  15 აპრილს 10:00 საათზე და დასრულდეს 2024 წლის 19 აპრილს  17:00 სთ-ზე;
·       საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,
·        კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2024 წლის  25 აპრილი.
ვებგვერდი  www.tesau.edu.ge
ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

