ქ.  თელავი                                                                                            22  ივლისი 2024  წელი
განცხადება
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 22 ივლისიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებზე:
1.     ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტი:
·        ქართული ენის   მიმართულება
- ასისტენტ- პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული, (აფილირებული)  4   წლით;  
 
             2.  აგრარულ,  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი
·        ალკოჰოლური  პროდუქტების  ტექნოლოგიის მიმართულება 
პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული) 6 წლით;
·        უალკოჰოლო  პროდუქტების  ტექნოლოგიის  მიმართულება
 ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული) 6 წლით;
·        ფიზიკის მიმართულება 
ასისტენტ-პროფესორის 1 საშტატო ერთეული (აფილირებული) 4 წლით;
 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს: 
·     ავტობიოგრაფია (CV) 
·     პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 
·     2 (ორი) ფოტოსურათი 
·     სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
· ცნობა,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
 . კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო
მოთხოვნები:
ა)  პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
·     მინიმუმ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება; 
·     უმაღლესი განათლების ერთ-ერთ საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელობა;
·     ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო (მათ შორის ერთი აუცილებლად საერთაშორისო) ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/ სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად); 
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9  30.05.2018წ.)
·     ბოლო ექვსი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №2 22.01. 2018წ.)
(დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9  30.05.2018წ.)
·     წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით (დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
              (დამტკიცებულია წარმომადგენლობითი საბჭოს სხდომაზე ოქმი №9   30.05.2018წ.)
·     სადოქტორო / სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელობა / პუბლიკაცია იმპაქტ ფაქტორიან (Impact Factor) სამეცნიერო ჟურნალში / მონაწილეობა სამეცნიერო-კვლევით / საგანმანათლებლო პროექტში.
·     დარგის განვითარების კონცეფცია.
ბ) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
·     ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.  
გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
·        ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.  
          
§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად
(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;        
§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
·        კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.    
·        კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
·       კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2024 წლის  22 აგვისტოს 10:00 საათზე და დასრულდეს 2024 წლის 2 სექტემბერს  17:00 სთ-ზე;
· საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,
· კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2024 წლის5 სექტემბერი.
ვებგვერდი  www.tesau.edu.ge
ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

