იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
კონკურსი გაცვლითი პროგრამისათვის

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების საყურადღებოდ!

გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ცხადდება კონკურსი სასურსათო ტექნოლოგიების/მეღვინეობის მიმართულებით.

პროგრამა მოიცავს პრაქტიკას რუმინეთში, ქალაქ კლუჟ-ნაპოკას აგრარულ მეცნიერებათა და სავეტერინარო მედიცინის უნივერსიტეტში.

საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივლისი, 11:00 საათი, უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახური, III სართული, ოთახი N303.

აპლიკანტებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;

ნიშნების ფურცელი;

CV და სამოტივაციო წერილი.

შესარჩევი გამოცდა ჩატარდება 2024 წლის 30 ივლისს, 12:00 საათზე, ოთახი N 302.

 
მნახველთა რაოდენობა: 3498