იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
15 ოქტომბერს თესაუში სამეცნიერო ფესტივალი-2025 გაიმართება. დასაწყისი 13 საათზე.                         
განცხადება კონკურსის შესახებ

გაცნობებთ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს კონკურსს სტუდენტებისათვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის პირველ ეროვნულ შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად.

იმიტირებულ შეჯიბრში მონაწილეობის უფლება აქვთ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტებს V სემესტრიდან.

გუნდი უნდა შედგებოდეს ოთხი სტუდენტისგან, შესაძლებელია რამდენიმე გუნდის წარდგენა.

შეჯიბრი ჩატარდება როლური თამაშის ფორმატში.

ტესტირების შედეგად შეირჩევა რვა საუკეთესო გუნდი, რომლის წევრები პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლების როლს მოირგებენ და სხვადასხვა სახის სიმულაციებს ჩაატარებენ.

საბოლოო გამარჯვებულს ჟიური გამოავლენს. შეჯიბრი ჩატარდება ქალაქ თბილისში.

შეჯიბრის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი და თემატური ლიტერატურა, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრები გაივლიან სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თბილისის ოფისში.

შეჯიბრში მონაწილეობის მსურველებმა 2025 წლის 19 ოქტომბრის ჩათვლით, უნდა წარადგინონ განაცხადი გუნდის შემადგენლობაზე, სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და პირადობის მოწმობის ასლი, შემდეგ მისამართზე--competition2025@pdps.ge.

გისურვებთ წარმატებებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 413
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.