იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
კონკურსი სტუდენტებისათვის

გაცნობებთ, რომ  კომუნიკაციების კომისია აცხადებს ანალიტიკური ნაშრომების კონკურსს  ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის 1 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე  “გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ანალიტიკური ნაშრომი უნდა წარადგინონ შემდეგი საკითხებიდან ერთ-ერთზე:

მედია და ხელოვნური ინტელექტი: გამოწვევები და შესაძლებლობები;

ყალბი ინფორმაცია (დეზინფორმაცია, მისინფორმაცია);

სიძულვილის ენა და ონლაინ დისკრიმინაცია: მედიაწიგნიერების როლი.

კონკურსის გამარჯვებულს კომუნიკაციების კომისია 5,000 ლარით, მეორე ადგილის მფლობელს - 3,000 ლარით, ხოლო მესამე ადგილზე გასულს - 1,500 ლარით დააჯილდოვებს.

ამასთან ერთად, გამარჯვებული ნაშრომები საერთაშორისო პლატფორმაზე გამოქვეყნდება, ხოლო საუკეთესო 10 ნაშრომის ავტორს კომუნიკაციების კომისია უახლესი პროფესიული ლიტერატურის კრებულს გადასცემს. გარდა ამისა, კონკურსში ჩართულობა გაზრდის აპლიკანტის შანსებს, მიიღოს სხვადასხვა სახის სტიპენდია.

 
მნახველთა რაოდენობა: 409