იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
EPAG-ის მენტორობის პროგრამა მსურველებისათვის

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტი გთავაზობთ მონაწილეობას ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG)-ის მენტორობის პროგრამაში.

მენტორობის პროგრამა ითვალისწინებს EPAG-ის ასოციაცის წევრის, „მენტორის“ მიერ, მისივე სპეციალობის სტუდენტისთვის გამოცდილების გაზიარებასა და კონსულტაციას გაწევას, რაც დაეხმარება სტუდენტს ჩამოიყალიბოს სწორი მოლოდინი პროფესიის მიმართ, შეიმუშაოს პერსონალური განვითარების გეგმა და უკეთესად მოემზადოს მომავალი კარიერისთვის. დეტალური ინფორმაცია პროგრამის და 2025 წელს პროგრამაში ჩართული მენტორების შესახებ არის განთავსებული ვებ გვერდზე:

https://sites.google.com/view/epagmentorshipprogram2025 მოცემული გვერდიდან ასევე შეგიძლათ დარეგისტრირდეთ პროგრამაში სტუდენტის სარეგისტრაციო ფორმის გამოყენებით. აქვე განთავსებულია სხვადასხვა მასალები პროგრამის შესახებ, რომელებიც დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ თუ რა სარგებელი შეიძლება მოგიტანოთ პროგრამაში მონაწილეობამ. ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა 28 და 29 ოქტომბერს 18:00 საათზე შემდეგ ბმულზე: https://meet.google.com/piv-ucrk-xeh პროგრამაში რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ოქტომბერი.

ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაცია (EPAG) არის არასამთავრობო, არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც აერთიანებს აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული 25 გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 162