იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
საუკეთესო იდეების მქონე პირებისთვის!

ჩაერთე და შეცვალე შენი ქალაქი!

ურბანული გამოწვევების ინიციატივის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და საკონსულტაციო ჯგუფი - PMCG, აცხადებს განაცხადების მიღებას ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ხობსა და თელავში.

საუკეთესო იდეების ავტორებს მიეცემათ შესაძლებლობა, მიიღონ ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერა და თავიანთი იდეები რეალობად აქციონ.

რას ვეძებთ?

მცირე, მაგრამ რეალური ცვლილების მომტან იდეებს, რომლებიც ქალაქის ურბანულ პრობლემებს წყვეტს და 8–12 კვირაში განხორციელებადია.

თემები, რომლებზეც შეგიძლია იფიქრო:

ჭკვიანი ურბანული სისტემები და ციფრული ტრანსფორმაცია

ტრანსპორტი, მობილობა და პარკირება

მშენებლობა და ინფრასტრუქტურა

ენერგოეფექტურობა, წყალმომარაგება

გარემოს ხარისხი: ჰაერი და ხმაური

ეკოლოგია და გარემოს დაცვა

ნარჩენების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა

საზოგადოებრივი უსაფრთხოება

ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება

ამავე დროს, გაიცნობ თანამოაზრეებს, გაივლი იდეების განვითარების პროცესს გამოცდილ პროფესიონალებთან და მონაწილეობას მიიღებ რეალურ ცვლილებებში!

შეავსე განაცხადი 1 ნოემბრამდე და გახდი შენი ქალაქის მომავლის ნაწილი!

გაეცანით კონკურსში მონაწილეობის დეტალურ პირობებს

https://forms.gle/Ku4t7XPzT9JshbhG7

 
მნახველთა რაოდენობა: 127