იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
სტუდენტური ბანაკი „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“

მოწვევა განაცხადების წარდგენისთვის ხუთდღიანი სტუდენტური ბანაკი ინოვაციურ აგროტექნოლოგიებში

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TeSaU), თელავი, საქართველო

 2025 წლის 8–12 დეკემბერი  სამუშაო ენა:

ინგლისური  განაცხადების მიღების ბოლო ვადა:

2025 წლის 15 ნოემბერი

ბანაკის შესახებ CIF საგრანტო პროგრამის ფარგლებში — „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“ — იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალტე უნივერსიტეტი, ფერმერთა ასოციაცია და შვედეთის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა უნივერსიტეტი (SLU), მონპელიეს უნივერსიტეტთან პარტნიორობით, აცხადებს ხუთდღიან სტუდენტურ ბანაკს, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირებას აკადემიურ სწავლებასა და პრაქტიკაში. ბანაკი მონაწილეებს გააცნობს ინოვაციურ სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს, განსაკუთრებით დრონებისა და მიკროკონტროლერების გამოყენებას თანამედროვე ფერმერული პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის. მონაწილეები შეისწავლიან, როგორ ერწყმის ტექნოლოგია და აგრარული სფერო ეფექტიანობის, მდგრადობისა და ინოვაციის ხელშეწყობის მიზნით.

ბანაკის პროგრამა მოიცავს:

· მოწვეული ექსპერტების ლექციებს შვედეთის სასოფლო-სამეურნეო მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან (SLU), თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ალტე უნივერსიტეტიდან, მონპელიეს უნივერსიტეტიდან და საქართველოს ფერმერთა ასოციაციიდან;

· პრაქტიკულ ტრენინგებს დრონების მართვასა და ჭკვიან აგროტექნოლოგიებში;

·  გუნდურ პროექტებსა და სტუდენტურ პრეზენტაციებს;

·კულტურულ და ქსელურ აქტივობებს. ყველა სესია ჩატარდება ინგლისურ ენაზე.

ვინ შეიძლება მიიღოს მონაწილეობა:

აკრედიტებული ქართული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები (მიმართულებები:

ინფორმაციული ტექნოლოგიები, ინჟინერია, ბიოლოგია, სოფლის მეურნეობა ან სხვა დაკავშირებული სფეროები);

• ფლობდნენ ინგლისურ ენას მინიმუმ B2 დონის ფარგლებში (ეროვნული გამოცდა ან შესაბამისი სერტიფიკატი);

• დაინტერესებული იყვნენ დრონებით, მიკროკონტროლერებით ან აგროტექნოლოგიებით 

განაცხადის წარდგენა:

შეავსეთ ონლაინ რეგისტრაციის ფორმა არაუგვიანეს 2025 წლის 15 ნოემბრისა. https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSe1NBptt7wxTIPioVDIn2jtxN7v2prr_tFllGNVhz3n7rTNbg/viewform?usp=sharing&ouid=117489910133705429667 პროექტის შესახებ:

პროექტი „ინოვაციური აგროტექნოლოგიების ინტეგრირება საგანმანათლებლო პროგრამებში“ (CIF Grant Program) მიზნად ისახავს ახალი არჩევითი სასწავლო კურსების დანერგვას ქართულ უნივერსიტეტებში, მათ შორის:

• დრონების მართვა

• ბიოინფორმატიკა

• გამოყენებითი აგროტექნოლოგიები

• ჭკვიანი სისტემები ბიომონაცემებისთვის

 მხარდაჭერა და სერტიფიკატი:

 დაფინანსება მოიცავს მგზავრობის, საცხოვრებლისა და კვების სრულ ხარჯებს;  

ყველა წარმატებულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.

 
მნახველთა რაოდენობა: 43