ლიტვის ISM მენეჯმენტისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი 2017 წლისთვის აცხადებს საგრანტო კონკურსს ქართველი სტუდენტებისთვის შემდეგ ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე:
ბაკალავრიატი:
- ინდუსტრიული ტექნოლოგიის მენეჯმენტი;
 - საერთაშორისო ბიზნესი და კომუნიკაცია;
 - ეკონომიკა და პოლიტიკა;
 - ფინანსები.
 
მაგისტრატურა:
- ინოვაცია და ტექნოლოგიის მენეჯმენტი;
 - საერთაშორისო მარკეტინგი და მენეჯმენტი;
 - ფინანსური ეკონომიკა.
 
კონკურსში გამარჯვებული საუკეთესო სტუდენტები მიიღებენ ნაწილობრივ დაფინანსებას (30-50%).
სასწავლო პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდით საერთაშორისო პროგრამების პროექტის მენეჯერს, ილონა მალისევას.
ელ-ფოსტა: ilona.malyseva@ism.lt , www.ism.lt

