სლოვენიის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოყო 1 სტიპენდია სამაგისტრო პროგრამისთვის. სტიპენდია ფარავს სწავლის ხარჯს წელიწადში მაქსიმუმ 5000 ევროს და საცხოვრებელ და ყოველდღიურ ხარჯებს თვეში 700 ევროს ოდენობით.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ვებ–გვერდზე:
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 30 მაისი.
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა:
- § სააპლიკაციო ფორმა
 - სამოტივაციო წერილი
 - ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დიპლომი და დიპლომის დანართი
 - CV
 - რეკომენდაცია
 

