იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აცხადებს კონკურსს ერასმუს + და მევლანას პროექტების ფარგლებში, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალისთვის, შემოდგომის სასწავლო სემესტრის თურქეთის, იტალიისა და სებერძნეთის უნივერსიტეტებში გასატარებლად.
კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა თესაუ-ში, 23 თებერვალს, ჩატარდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აკადემიური პერსონალისთვის იტალიაში წასვლისთვის საჭიროა ინგლისური ენის გარდა იტალიური ენის მინიმალურ დონეზე ცოდნა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
მნიშველოვანი თარიღები პროექტისთვის (ერასმუს+):
- 5 მარტი- ტესტირება უცხო ენაში- 13:00 სთ.
 - 9 მარტი- გასაუბრება ( საათს შეგატყობინებთ);
 - 15 მარტი- ნომინირება;
 - მაისი- გამარჯვებული სტუდენტების გამოვლენა;
 - აპლიკაციების შევსება;
 - მობილობის პერიოდი 2018 წ. სექტემბრიდან (ერასმუსი);
 
მნიშველოვანი თარიღები პროექტისთვის მევლანა:
- (მევლანა) მარტი- ტესტირება უცხო ენაში- 13:00 სთ.
 - 7 მარტი- გასაუბრება ( საათს შეგატყობინებთ);
 - 8 მარტი- ნომინირება;
 - აპლიკაციების შევსება;
 - მაისი- გამარჯვებული სტუდეტების გამოვლენა.
 - მობილობის პერიოდი 2018 წ. სექტემბრიდან
 






