29 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში მიმდინარე პროექტის, „უნივერსიტეტის შესაძლებლობების გაძლიერება ინკლუზიური სკოლამდელი და ზოგადი განათლების მხარდასაჭერად“, ფარგლებში აღმზრდელ-პედაგოგთათვის სერტიფიკატების გადაცემა გაიმართა. 
შეხვედრა პროექტის კოორდინატორმა, პროფესორმა დავით მახაშვილმა გახსნა. მან მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდს რეგიონში აქტუალური თემების წამოწევისა და მხარდაჭერისთვის. 
პროექტის ფარგლებში, სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგისა და მენეჯერისგან შემდგარ ჯგუფებთან. სკოლამდელი განათლების მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გადამზადებულმა ტრენერებმა, პროფ. ნინო მოდებაძემ, ასოც. პროფ. ია ჩაქიაშვილმა-კალმახელიძემ, ასისტენტმა - მაკა სიდამონიძემ, 40 საათიანი ონლაინ ტრენინგები ჩაატარეს. 
პედაგოგებმა ტრენინგების პრაქტიკული ღირებულებას გაუსვევს ხაზი მადლიერება გამოხატეს ტრენერების მიმართ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბაგა-ბაღების გაერთიანების სააგენტოს ხელმძღვანელი ია ლუარსაბაშვილი, რომელმაც აღნიშნა ტრენინგების მნიშვნელობა აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიულ განვითარებაში ავტორიზაციის პროცესის წარმატებით გავლისთვის. 
ტრენინგის წარმატებულ მონაწილეებს ინკლუზიური განათლების შესახებ პუბლიკაციები და სატრენინგო მასალები გადაეცათ.





