2 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ლიტერატურული კლუბის" და თელავის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ერთობლივი სამეცნიერო ფორუმი: ლიტერატურული მაჯისცემა - შეხვედრა არჩილ ქიქოძესთან, გაიმართა.
შეხვედრის ორგანიზატორმა, თესაუ-ს პროფ. ნინო გოგიაშვილმა და ბიბლიოთეკის თანამშრომლება  სტუმრებს  არჩილ ქიქოძის შემოქმედებით სამყარო გააცნეს. შეხვედრა მწერალთან კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ბატონმა არჩილმა დიდი მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს მოწვევისათვის და სასიამოვნო შეხვედრისათვის.
ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში  მოეწყო და მას ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 











