იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
თესაუს სტუდენტები ტერიტორიულ რეზერვში მისაღებ პირობებს გაეცნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ტერიტორიულ რეზერვში ჩარიცხვის პირობები გააცნეს. პირობების შესახებ, სტუდენტებს ეროვნული გვარდიის თელავის მეოცე ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის ვიცე-პოლკოვნიკი, ლაშა ბუსხრიკიძე ესაუბრა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. ტერიტორიულ რეზერვში 18-დან 51 წლამდე, მათ შორის, 18-დან 22 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები მიიღებიან, რომლებსაც 4 წლიანი კონტაქტი უფორმდებათ. საბრძოლო მომზადება წელიწადში 45 დღემდე პერიოდს მოიცავს, რომელიც 12 თვეზე თანაბრად ნაწილდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 3510