იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობდნენ.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, ლალი ელანიძემ და თეა ხოსიტაშვილმა, უკრაინის ქალაქ ოდესაში ჩატარებულ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენციის თემა იყო „კვების პროდუქტების და კომბინირებული საკვების ტექნოლოგიები“ «FOOD AND FEED TECHNOLOGIES».

უნივერსიტეტის პროფესორებმა, კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება: „ყურძნისეული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების გამოყენების პერსპექტივა პურპროდუქტების წარმოებაში“. „The perspective of the use of biologically active substances of grapes in the production of bread products“.

კონფერენციის ორგანიზატორი უკრაინის ქალაქ , ოდესის ნაციონალურ- ტექნოლოგიური და ბულგარეთის ქალაქ, პლოვდივის კვების ტექნოლოგიების უნივერსიტეტები იყვნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3137