იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრმა (GCSD) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სასწავლო კურსი ჩაატარა

კურსის საგანი იყო „ნატო-ს როლი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში და საქართველო“.

ორი დღის განმავლობაში, სტუდენტებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ნატო- საქართველოს ურთიერთობების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.

სტუდენტებს ჩაუტარდათ ლექცია-სემინარები ნატოს ისტორიაზე, რეგიონალური და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიღწევებსა და პერსპექტივებზე.

სასწავლო კურსს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უსაფრთხოების ექსპერტი, ნათია გვენეტაძე უძღვებოდა.

კურსები პროექტის „ნატოს-საქართველოს აკადემია ახალგაზრდებისთვის" ფარგლებში, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 2975