2025 წლის 17 სექტემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ციფრული უნარების ტრენინგი: ვიზუალიზაცია და პროექტების მართვა“ ჩატარდა.
ტრენინგი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და განთლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ანა გიგაურმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნათელა ბაღათრიშვილმა გამართეს.
ტრენინგის მიზანი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის გადამზადება და მათი ციფრული უნარების განვითარება იყო.
მონაწილეებმა სამეცნიერო პოსტერების მომზადება და პროექტის მართვა შეისწავლეს.
კერძოდ, სამიზნე ჯგუფი გაეცნო ვებ–პლატფორმაზე დაფუძნებულ სხვადასხვა აპლიკაციებს ინსტურმენტებს, მათ შორის პროექტის მართვისთვის მნიშვნელოვან აპლიკაციებს - CANVA-სა და TRELLO-ს.
ტრენინგს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შემადგენლობიდან, 15 თანამშრომელი ესწრებოდა.









