თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე — „ადამიანის ადგილი კვების ჯაჭვში - კვების პროდუქტების ტექნოლოგიის ასპექტით,"გასტროენტეროლოგმა,ჰეპატოლოგმა და ინფექციონისტმა შოთა რაინაულმა ჩაატარა.
შოთა რაინაულმა სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს გაუზიარა პროფესიული ცოდნა იმ პროცესების, რომლებიც განსაზღვრავს საკვები ნივთიერებების გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, ფერმენტულ და მიკრობიოლოგიურ პროცესებზე.
ლექცია ინტერაქტიული ფორმატით მიმდინარეობდა.
სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები და მიეღოთ პროფესიული რეკომენდაციები.
შეხვედრა უნივერსიტეტის სასურსათო ტექნოლოგიის დოქტორის ლალი ელანიძის ინიციატივით ჩატარდა.





