15 ოქტომბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფესტივალის საგამოფენო სივრცეში, ერასმუს+ პროექტის ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა- კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში” (ETHICS) ფარგლებში გამოცემული პრომო-მასალები იყო წარმოდგენილი.
დაინტერესებული პირებისათვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრაც, სადაც პროექტის წევრებმა კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების მიმართულებით არსებული მექანიზმების, პროცედურებისა და სერვისების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
პროექტი დაფინანსებულია ევროკომისიის მიერ და მას კოორდინირებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უწევს.
შეგახსენებთ, რომ 15 ოქტომბერი აკადემიური კეთილსინდისიერების საერთაშორისო დღეა.
სამეცნიერო ფესტივალს, რომლის ფარგლებშიც გამოფენა შედგა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, უნივერსიტეტების რექტორები, სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.




