იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
ტრენინგი მარცვლეული კულტურების ტექნოლოგიების შესახებ

   11 მაისს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ტრენინგი ჩატარდა.

    თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პროფესორმა,   USAID- ის ექსპერტმა, ოთარ ქარჩავამ, მარცვლეული კულტურების წარმოების მინიმალური და ნულოვანი ტექნოლოგიების შესახებ ისაუბრა.

  შეხვედრა ,,ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ( ENPARD)  პროექტის- ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლირება აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“-ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), კავკასიის გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელთან (CENN) და კვლევით ცენტრთან პარტნიორობით  (PMC), ახორციელებს.           

      ტრენინგს  თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. 

   შეგახსენებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს (GIPA) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, თესაუ-ში უკვე  მიმდინარეობს პროექტი ,,კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება, აგრარული მიმართულებით, რეგიონულ საგანმანათლებლო ინსტიტუტებში“.

 
მნახველთა რაოდენობა: 8654