იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
თესაუ-ში დიპლომების გაცემა დაიწყო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიპლომების გაცემა მიმდინარეობს. 2014 წლის კურსდამთავრებულები მაღალი ხარისხის და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის დიპლომებს მიიღებენ.
დიპლომების დასამზადებლად თესაუ-მ ტენდერი 2015 წლის დასაწყისში გამოაცხადა. ტენდერის ორმა მონაწილემ, ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე, დიპლომის ქაღალდის ხარისხისა და წონის სტანდარტთან შესაბამისობის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა; შესაბამისად, დიპლომის გაცემის დრომ გადაიწია.
დიპლომების გაცემა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14 სექტემბრიდან მიმდინარეობს. დიპლომებს სულ 406 კურსდამთავრებული მიიღებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 9416