იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
გივი ციცქიშვილს ინფორმატიკის დოქტორის ხარისხი მიენიჭა

29 დეკემბერს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.
საბჭომ დოქტორანტ გივი ციცქიშვილის სადისერტაციო ნაშრომი -,,გემზე დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციის წარმოების ოპტიმიზაციის მათემატიკური მოდელი და მისი კომპიუტერული რეალიზაცია“- განიხილა (სამეცნიერო ხელმძღვანელი-ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი იბრაიმ დიდმანიძე).
სადისერტაციო კვლევის მიზანია საზღვაო ტრანსპორტის, კონკრეტულ შემთხვევაში, გემის დატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციის ოპტიმალური ვარიანტის კონცეპტუალური მოდელის დამუშავება.
ნაშრომის საჯარო განხილვის დროს სადისერტაციო საბჭოს წევრების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებების და შენიშვნების შემდეგ, გივი ციცქიშვილს ინფორმატიკის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 9300