იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
დოქტორანტ საფფეთ ბაირაქთუთანის დისერტაციის დაცვა

         23 ივნისს, იაკობ  გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის    განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, შედგა საფფეთ ბაირაქთუთანის დისერტაციის დაცვა თემაზე -,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში სწავლების ხარისხის ეფექტური მართვისა და კონტროლის მხარდამჭერი საინფორმაციო ტექნოლოგიების კონცეფცია“- განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად  (სამეცნიერო ხელმძღვანელი- პროფესორი გურამ ჩაჩანიძე).

          კვლევის მიზანია ყველა დონის სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის ინტენსიფიკაცია, თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებების გამოყენებით; მოსწავლის პიროვნების ჩამოყალიბება და განვითარება, მისი მომზადება კომფორტული ცხოვრებისთვის,  ინფორმაციული  საზოგადოების ჩამოყალიბების  პირობებში;  საზოგადოების სოციალური შეკვეთების შესრულების შესაძლებლობებისა და უნარების გამომუშავება.

      საფფეთ ბაირაქთუთანს განათლების დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 8499