იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
შეხვედრა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

8 ოქტომბერს, სასტუმრო ესკიზში გაიმართება ბიზნეს შეხვედრა, რომელიც კახეთის რეგიონის მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებას ეძღვნება.

შეხვედრაზე ჩატარდება:

პანელური დისკუსიები ტურიზმის შესაძლებლობებზე და ასევე დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის.

სპიკერები იქნებიან:

გიორგი ბაქრაძე - ეკონომისტი და პროკრედიტ ბანკის საბჭოს მრჩეველი,

მაია სიდამონიძე - ტურიზმის ეროვნული დაჯილდოვების მმართველი პარტნიორი

მაკა ღლიღვაშვილი ლოპოტა სპა რეზორტის კომერციული დირექტორი

კახაბერ სუხიტაშვილი - CENN ის კოორდინატორი კახეთის რეგიონში

ასევე სპიკერები იქნებიან შემდეგი ორგანიზაციებიდან - აწარმოე საქართველოში და სოფლის განვითარების სააგენტო,

რომლებიც დამსწრეებს გაუზიარებენ მეწარმე/ბიზნესებისთვის დაფინანსების და მათ პროგრამებზე წვდომის შესაძლებლობებს.

დასწრება თავისუფალია, მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ ლინკზე - https://shorturl.at/UC3zd მეტი ღონისძიების შესახებ:

 
მნახველთა რაოდენობა: 381