გამოცხადდა კონკურსი სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორის პოზიციის  დასაკავებლად (მითითებული თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები იხილეთ დანართი N1-ის შესაბამისად).
აღნიშნულ თანამდებობაზე გამოცხადებულ   კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, საკონკურსო დოკუმენტაციის სახით, უნდა წარმოადგინოს:
1.     განცხადება რექტორის სახელზე 
2.    ავტობიოგრაფია (CV)  
3.    პირადობის მოწმობის ასლი
4.    დოქტორის ან დოქტორთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან აქტიური სტატუსის მქონე დოქტორანტობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
5.    სარეკომენდაციო და სამოტივაციო წერილი;
6.    ვაკანსიის მოთხოვნებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია;
7.    ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
 კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
 ა) საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა;
 ბ) გასაუბრება.
 კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 2022 წლის 25 იანვარს და დასრულდება 2022   
საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის კანცელარიაში (უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი,  II სართული, ოთახი N  206), შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე. 
 წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა განხორციელდება 2022 წლის 02-04 თებერვალს;
კანდიდატის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2022 წლის 07-09 თებერვალს.

