სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 მარტს აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1.1 ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე:
 
ა) ინგლისური ენის  მიმართულებით
- ასოცირებული პროფესორის 1 (ერთ)  საშტატოერთეულზე 6 (ექვსი) წლის ვადით (აფილირებული)
 
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
- ავტობიოგრაფია (CV) 
 - პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 
 - 2(ორი) ფოტოსურათი
 - სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
 - ცნობა ნასამართლეობის შესახებ
 
 კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო
ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
·     ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე 6(ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.
შენიშვნა:
§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად
(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;
§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით  დამოწმებული სახით;
·        კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
შენიშვნა: საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.    
შენიშვნა:
- ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსანტმა   უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი  ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით (მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების კონცეფციით;
 
·        კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
·       კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2022 წლის 18 აპრილს და დასრულდება 2022 წლის 22 აპრილს;
·       საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსში, II  სართულზე, №214 ოთახში, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე; ხოლო covid-19 ვირუსის პრევენციის, ან სხვა შეზღუდვების გამო, შესაძლებელია აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარებისათვის საჭირო ღონისძიებები განხორციელდეს დისტანციურად/ელექტრონულად. ასეთი ვითარების  არსებობისას კონკურსისათვის აუცილებელი საბუთები დასკანერებული ფორმით უნდა გადაეგზავნოს უნივერსიტეტის იურიდიული სამასახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსს  (ქ. ხმალაძე) მის სამსახურებრივ  ელექტრონულ ფოსტაზე (hr@tesau.edu.ge);
·       კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრა 2022წლის 26აპრილი.
ვებგვერდი  www.tesau.edu.ge
ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

