იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა აცხადებს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის არჩევნებს. სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტობის  კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია კანდიდატმა სტუდენტური თვითმმართველობის  საარჩევნო კომისიაში წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
          ა) პირადი განცხადება;
          ბ) საარჩევნო პროგრამა;
          გ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
          დ) ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
          ე) სამოტივაციო წერილი;
          ვ) არანაკლებ 50 სტუდენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული მხარდაჭერის ფურცელი ან სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრების წევრთა სრული შემადგენლობის 1/5-ის წარდგინება;
 კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს 11.07.2022-ის 10:00  საათიდან  21.07.2022-ის 17:00     საათამდე   სტუდენტური   თვითმმართველობის  საარჩევნო კომისიაში. 
   დოკუმენტაციის წარსადგენად და დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხეთ სტუდენტური თვითმმართველობის ოთახს     (I კორპუსი, I სართული,  ოთახი #107).

