გამოცხადდა კონკურსი სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დეკანის თანაშემწის პოზიციის   დასაკავებლად.
მითითებული თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები დადგინდება დანართი N1-ის შესაბამისად. 
გამოცხადებულ   კონკურსში მონაწილე კანდიდატმა, საკონკურსო დოკუმენტაციის სახით, უნდა წარმოადგინოს:
-  განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სახელზე;
 - ავტობიოგრაფია (CV); 
 - პირადობის მოწმობის ასლი;
 - სამოტივაციო წერილი;
 - უმაღლესი განათლების დიპლომი;
 - ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
 
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
          ა) საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა;
          ბ) გასაუბრება.
კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 2023 წლის 18 აპრილს 10:00 საათიდან და დასრულდება 2023  25 აპრილს 17:00 საათზე;  
საბუთები მიიღება უნივერსიტეტის კანცელარიაში (უნივერსიტეტის I სასწავლო კორპუსი,  II სართული, ოთახი N  206), შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე. 
საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა მოხდება 2023 წლის  28 აპრილს;
კანდიდატის საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 02 მაისს;

