იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
გამოცხადდა კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 17 ივლისიდან აცხადებს კონკურსს, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, შემდეგ მიმართულებებზე:

·         განათლების მეცნიერებები - ბუნებისმეტყველება:  ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით;

·         განათლების მეცნიერებები- განათლების კვლევები: ასოცირებული პროფესორი 1 საშტატო ერთეული (აფილირებული), 6 წლით.

                                

 კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:

·      ავტობიოგრაფია (CV)

·      პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი

·      2 (ორი) ფოტოსურათი

·      სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

·      ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

    კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო

მოთხოვნები:

)  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 

·      ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე  6 (ექვსი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს  დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური სტაჟი.  

         

  • ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად

 

(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და  დანართი 1-ის სტრუქტურის შესაბამისად;       

 

  • კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.

 

შენიშვნა:

 ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად

კონკურსანტმა უნდა დააგროვოს არანაკლებ 15 ქულა (მინიმალური გადასალახი

ზღვარი) შემდეგი აუცილებელი აქტივობებით: სამეცნიერო პუბლიკაციებით

(მინიმუმ ორი); სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობით (მათ შორის ერთი მაინც

საერთაშორისო); სასწავლო კურსების სილაბუსებითა და დარგის განვითარების

კონცეფციით;

 

·         კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა:

ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;

ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).

·         კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;

·         კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყება 2023 წლის  18 აგვისტოს 10:00 საათზე და დასრულდება 2023 წლის 25 აგვისტოს  17:00 სთ-ზე;

·         საბუთების მიღება განხორციელდება უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,

·         კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვრ 2023 წლის  05 სექტემბერი.

ვებგვერდი  www.tesau.edu.ge

ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

 
მნახველთა რაოდენობა: 4638