სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის საგამოცდო ცენტრი 2023  წლის 12, 13 სექტემბერს ატარებს მისაღებ გამოცდებს   შემდეგ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.      სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი - სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „გამოყენებითი  ეკონომიკა“, სპეციალობის  გამოცდა ჩატარდება 12 სექტემბერს, 12:00  საათზე (უნივერსიტეტის  I  კორპუსი, III  სართული,  311-ე აუდიტორია). გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.
ამავე პროგრამაზე  უცხო ენის გამოცდა ჩატარდება 13  სექტემბერს,  12:00 საათზე  (უნივერსიტეტის  I  კორპუსი, III  სართული  311-ე აუდიტორია). გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.
2.   აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი - სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა „სასურსათო ტექნოლოგია“, გასაუბრება ჩატარდება 12  სექტემბერს,  14:00 საათზე (უნივერსიტეტის  I  კორპუსი, IV  სართული,  419-ე აუდიტორია). 
ამავე პროგრამაზე უცხო ენის გამოცდა ჩატარდება 13 სექტემბერს, 12:00 საათზე (უნივერსიტეტის I კორპუსი, III სართული 311-ე აუდიტორია). გამოცდის ხანგრძლივობა იქნება 3 საათი.

