სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის საგამოცდო ცენტრი 2023 წლის  19-20 სექტემბერს ატარებს მისაღებ გამოცდებს შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1. აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამები -“ეკოლოგია“ და „მევენახეობა - მეღვინეობა“ სპეციალობის გამოცდა ჩატარდება 19 სექტემბერს 12:00 საათზე (უნივერსიტეტის I კორპუსი, III სართული, აუდიტორია # 311).
სამაგისტრო  საგანმანათლებლო პროგრამა „მევენახეობა - მეღვინეობა“  -  უცხო ენის გამოცდა ჩატარდება  20  სექტემბერს, 12:00 საათზე (უნივერსიტეტის I კორპუსი, III სართული 3 აუდიტორია  # 311).
2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი სამაგისტრო  საგანმანათლებლო
პროგრამები - „ ლინგვისტიკა“  და „ საქართველოს ახალი და უახლესი ისტორია“ სპეციალობის გამოცდა ჩატარდება  19  სექტემბერს, 12:00 საათზე (უნივერსიტეტის I კორპუსი, III სართული, აუდიტორია # 311).
ამავე პროგრამებზე უცხო ენის გამოცდა ჩატარდება 20 სექტემბერს 12:00 საათზე.
(უნივერსიტეტის I კორპუსი, III სართული,  აუდიტორია  # 309).
3. სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი   სამაგისტრო
საგანმანათლებლო პროგრამები - „ბიზნესის ადმინისტრირება“ და „ეკონომიკა“ სპეციალობის გამოცდა ჩატარდება  19 სექტემბერს 12:00 საათზე (უნივერსიტეტის  I კორპუსი, III სართული,  აუდიტორია # 311).
ამავე პროგრამებზე უცხო ენის გამოცდა ჩატარდება 20  სექტემბერს 12:00 საათზე.
(უნივერსიტეტის I კორპუსი, III სართული,  აუდიტორია  # 311).

