თანამდებობა: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.
თანამდებობრივი სარგო: 1200 ლარი;
ადგილების რაოდენობა: 1
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1.
ფუნქციები:
1.  სამსახურის უფროსს რექტორთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;
2. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში (შვებულება, მივლინება, ავადმყოფობა), მის  უფლებამოსილებას ასრულებს სამსახურის მთავარი სპეციალისტი   
3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წინაშე.
4. სამსახურის უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;
ბ) წარმოადგენს სამსახურს მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას;
გ) ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი
მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლს;
დ) დადგენილი წესის მიხედვით იხილავს შემოსულ კორესპონდენციას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას;
ე) წარუდგენს რექტორს/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შიდა აუდიტის ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროგრამას დასამტკიცებლად;
ვ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნებს და რეკომენდაციებს;
ზ) რექტორს ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წარუდგენს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით; 
თ) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; 
ი)  რექტორს/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს შესათანხმებლად წარუდგენს შიდა აუდიტორული დავალების გეგმას ან/და სამსახურებრივი შემოწმების პროექტს;
კ) უზრუნველყოფს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მთავრობის გადაწყვეტილებების, რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მითითებების დაცვას, აგრეთვე სამსახურის კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების კონტროლს ;
ლ) გაწეული საქმიანობის შესახებ წლიურ ანგარიშს წარუდგენს რექტორს/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს  აკადემიურ/წარმომადგენლობით საბჭოს
მ) ასრულებს რექტორის ან/და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;
ნ) ახორციელებს ამ დებულებით, რექტორის/ადმინისტრაციის ხელმძღვანელს სამართლებრივი აქტებით და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს;
 
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სამართლის, სოციალური მეცნიერებების (ეკონომიკა), ფინანსები, საჯარო მმართველობის, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
 (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი);
 • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
 • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამები;
• უცხო ენა (სასურველია ინგლისური)
 • სამუშაო გამოცდილება  არანაკლებ 1 წელი (შიდა აუდიტის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, საფინანსო-ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით). 
პიროვნული თვისებები:
- ორგანიზებულობა;
 - პასუხისმგებლობა;
 - კომუნიკაბელურობა;
 - კრიზისულ სიტუაცებში მუშაობის უნარი;
 - გუნდური მუშაობის კულტურა;
 
კანომდებლობის ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
 - ,,საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“;
 - საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
 - საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებით დამტკიცებული „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“;
 - საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული „შიდა აუდიტის სტანდარტები“;
 - ი) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი“;
 - საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსი;
 - ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
 - საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი“;
 - ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძ.#65/ნ;
 - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძ. #99/ნ 2010 წლის 1 ოქტომბერი ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“.
 
თანამდებობა: სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის შიდა აუდიტის სამსახურის მთავარი სპეციალისტი.
თანამდებობრივი სარგო: 620  ლარი;
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქ. N1.
ფუნქციები:
ა) ახორციელებს მონიტორინგს ლექცია–სემინარების, პრაქტიკული და ლაბორატორიული მეცადინეობების მიმდინარეობებზე ფაკულტეტების მიერ დამტკიცებული სასწავლო ცხრილების მიხედვით;
ბ) სასწავლო წლის სემესტრების მიხედვით აწარმოებს ფაკულტეტების მიერ სასწავლო
ცხრილებში გაწერილი სააუდიტორიო საათების (მეცადინეობების) შედარებას   ფაკულტეტების მიერ წარდგენილი პროფესორ–მასწავლებელთა სასწავლო დატვირთვის ფორმებთან და სასწავლო–სამუშაო გეგმებთან;
გ) ახორციელებს პერსონალის სამუშაოზე გამოცხადებისა და სამუშაო ადგილიდან გასვლის მონიტორინგს უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების შესაბამისად;
დ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში, საჭიროების შემთხვევაში,
თანამშრომლისაგან ითხოვს ზეპირ ან წერილობით ინფორმაციას;
ე) წერილობით აფიქსირებს შემოწმების პროცესში გამოვლენილ დარღვევებს;
ვ) მონიტორინგის შედეგებს პერიოდულად, წერილობით ანგარიშის სახით წარადგენს
სამსახურის უფროსთან უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმების შესაბამისად
მოთხოვნები:
• უმაღლესი განათლება სამართლის, სოციალური მეცნიერებების (ეკონომიკა), ფინანსები, საჯარო მმართველობის, იურიდიული ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
 (ბაკალავრი);
 • სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნა;
 • კომპიუტერული (საოფისე) პროგრამები;
• უცხო ენა (სასურველია ინგლისური)
 • სამუშაო გამოცდილება  არანაკლებ 6 თვე (შიდა აუდიტის, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების, საფინანსო-ეკონომიკური ან იურიდიული მიმართულებით); 
 
 
პიროვნული თვისებები:
·       ორგანიზებულობა;
·       პასუხისმგებლობა;
·       კომუნიკაბელურობა;
·       კრიზისულ სიტუაცებში მუშაობის უნარი;
·       გუნდური მუშაობის კულტურა;
კანომდებლობის ცოდნა:
•        საქართველოს კონსტიტუცია;
•        ,,საქართველოს კანონი საჯარო სამსახურის შესახებ“;
•        საქართველოს კანონი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“;
•        საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 დეკემბრის №593 დადგენილებით დამტკიცებული „შიდა აუდიტის მეთოდოლოგია“;
•        საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1015 განკარგულებით დამტკიცებული „შიდა აუდიტის სტანდარტები“;
•        ი) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 ივლისის №1016 განკარგულებით დამტკიცებული „შიდა აუდიტორთა ეთიკის კოდექსი“;
•        საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსი;
•        •,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონი;
•        საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის კოდექსი“;
•        ,,უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ ბრძ.#65/ნ;
• საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძ. #99/ნ 2010 წლის 1 ოქტომბერი ,,საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“.

