იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
მეწარმეობით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

გაქვთ მეწარმეობის მხარდაჭერის იდეა, ან კითხვები როგორ დაიწყოთ და გააფართოვოთ თქვენი ბიზნესი?

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციისა და კვლევის კომერციალიზაციის ცენტრი (I კორპუსი, I სართული, ოთახი N112), გთავაზობთ ხელშეწყობას და ჩაგიტარებთ მაღალკვალიფიციურ კონსულტაციებს მეწარმეობის მიმართულებით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 12:00-დან 16:00 საათამდე.

კონსულტაციებს ჩაატარებს გლობალური სტუდენტური პროგრამის " ფულბრაიტის" მოხალისე, პროფესორი შერონ სკანელი.

ცენტრი ღიაა სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისა და თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის.

მობრძანდით და ვისაუბროთ თქვენს სტარტაპზე!

 
მნახველთა რაოდენობა: 2486