იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
7-8 ნოემბერი-- "კულტურათაშორისი დიალოგი-VIII" .                         
სტუდენტების საყურადღებოდ!

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ ცხადდება შიდა და გარე მობილობა 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

გარე მობილობის წესით, უნივერსიტეტში გადმომსვლელმა პირებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ პორტალზე: students.emis.ge. პორტალზე რეგისტრაცია შესაძლებელია 2025 წლის 29 იანვრიდან -7 თებერვლის 18:00 საათამდე.

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში გარე მობილობის პროცესში მონაწილე პირებისათვის უნივერსიტეტში განცხადებისა და პირადი საქმის ასლების წარდგენის ვადაა 2025 წლის 7 თებერვლიდან 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით;

გარე მობილობის პროცესში მონაწილე პირთათვის წერილობითი თანხმობის წარდგენის ვადაა 2025 წლის 10 თებერვლიდან 2025 წლის 17 თებერვლის ჩათვლით;

შიდა მობილობის პროცესში მონაწილე სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში განცხადების წარდგენის ვადაა 2025 წლის 14 თებერვლიდან 2025 წლის 19 თებერვლის ჩათვლით;

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის გარე მობილობის მსურველმა პირებმა უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან; •სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი);

• სტუდენტის მიმართ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით.

განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელშიც სტუდენტს უსწავლია;

•სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

•პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

•უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ანპირადობისმოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

•სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ატესტატი) •2 ცალი ფოტოსურათი 3X4-ზე;

• სოციალურად დაუცველის სტატუსის შემთხვევაში – შესაბამისი ორგანოდან გაცემული ცნობა.

• საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, მობილობის მსურველმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მოთხოვნილი წინაპირობები.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომერზე: 599 747775

 
მნახველთა რაოდენობა: 2346