სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 7 თებერვლიდან აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებაზე:
      1.2.  
Ø  აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ექნოლოგიების  ფაკულტეტი: 
ბიოლოგიის მიმართულება      
ასისტენტ-პროფესორის 1 (ერთი) საშტატო ერთეული, (აფილირებული)   4 (ოთხი) წლით;     
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს: 
·     ავტობიოგრაფია (CV) 
·     პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი 
·     2 (ორი) ფოტოსურათი 
·     სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი 
·  ცნობა,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“.
 . კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო
მოთხოვნები:
§  გ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
 ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი 4 (ოთხი) წლის ვადით.  
§  ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად
(ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი) და დანართი 1.-ის სტრუქტურის შესაბამისად;
§  კონკურსანტი ვალდებულია, არაქართული წარმოების დოკუმენტები წარმოადგინოს ქართულ ენაზე თარგმნილი და დოკუმენტის გაცემაზე პასუხისმგებელი ორგანოს ხელმძღვანელი პირის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით ან/და სანოტარო წესით დამოწმებული სახით.
·        კონკურსანტი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია, წერილობით გამოხატოს თანხმობა: 
ა/. ,,აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის  შესახებ“ დებულების მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებით;
ბ/. შრომითი ურთიერთობის პირობების შესრულებასთან დაკავშირებით, მათ შორის  თანხმობა, რომ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმყოფებოდეს  პროფესორი კვირაში მინიმუმ სამი სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორი მინიმუმ ოთხი სამუშაო დღის განმავლობაში (დანართი 5.).
შენიშვნა:  საგანმანათლებლო პროგრამის სპეციფიკის გათვალიწინებით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებით, შესაძლებელია, განისაზღვროს ინდივიდუალური გრაფიკი.    
- კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით;
 - კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) დაიწყოს 2025 წლის  12 მარტს 10:00 საათზე და დასრულდეს 2025 წლის 19 მარტს  17:00 სთ-ზე;
 - საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 214-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე,
 
· კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2025 წლის 21 მარტი.
ვებგვერდი  www.tesau.edu.ge
ელ ფოსტა info@tesau.edu.ge

